Saturday, April 17, 2010

სივრცითი გეომეტრიული ფიგურები


სივრცითი გეომეტრიული ფიგურები
მთავარი იდეა
სივრცითი გეომეტრიული ფიგურები

მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები ამოიცნობენ და შექმნიან სივრცით გეომეტრიულ ფიგურებს.
მიზნები და შედეგები
მათ. III 8 ამოიცნობს და აღწერს გეომეტრიულ ფიგურებს.
მათ. III 9 ქმნის გეომეტრიული ფიგურების გრაფიკულ გამოსახულებებსა და მოდელებს.
მათ. III 10 პოულობს საგანთა და ფიგურათა წრფივ ზომებს.
მათ. III 12 აწესრიგებს და წარმოადგენს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს.

შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა;
ინფორმაციის მოძიების, მუშაობის ორგანიზებისა და პრეზენტაციის უნარი.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები
მოსწავლეები იცნობენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
კომპიუტერი, სახელმძღვანელო, ფორმატის ფურცლები, ფლომასტერები.

სასწავლო პროექტის მსვლელობა
მასწავლებელი კლასს ყოფს ოთხ ჯგუფად და აძლევს დავალებებს:
მოიძიონ ინფორმაცია სივრცითი ფიგურების შესახებ, შექმნან გრაფიკული გამოსახულებები და მოდელები, გამოთვალონ და შესაბამის ცხრილსი შეიტანონ მონაცემები ფიგურების ელემენტებისა და წრფივი ზომების შესახებ.
ამოიცნონ სივრცული გეომეტრიული ფიგურები არქიტექტურისა და ხელოვნების ნიმუშებში, ყოფითი დანიშნულების საგნებში